დიმიტრი ხუნდაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა და მედიცინის ფაკულტეტის ლაბორატორიები და კლინიკური ცენტრები დაათვალიერა.

უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ, რექტორმა კახაბერ კორძაიამ და მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა მაგდა თორთლაძემ დიმიტრი ხუნდაძეს მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები გააცნეს, რომლებიც ფაკულტეტის განვითარებისთვის ხორციელდება.

დიმიტრი ხუნდაძემ შეხვედრა გამართა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებთან და საჯარო ლექცია გამართა თემაზე: „საქართველოს ჯანდაცვის მიღწევები და პრობლემები, განათლების როლი ქართული მედიცინის განვითარებაში და საქართველოს სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკა“.

დიმიტრი ხუნდაძე სტუდენტებს ესაუბრა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობაზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, სახელმწიფოს სადაზღვევო, სოციალური და დემოგრაფიული პოლიტიკის მიმართულებებზე. კომიტეტის თავმჯდომარემ არსებული გამოწვევების გადაჭრის კუთხით, სტუდენტების ყურადღება ახალგაზრდა თაობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ სტუდენტები საქართველოს პარლამენტში მოიწვია.

სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ უშუალოდ ჩაერთონ კომიტეტის საქმიანობაში და მონაწილეობა მიიღონ თემატურ განხილვებში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა არასოდეს აღიარებს დონბასის „ავტონომიას“, რომელსაც რუსეთი სთავაზობს ტერიტორიების მიტაცებით და ადამიანების მკვლელობით – ზელენსკი
შემდეგი სტატიარუსეთში, ირკუტსკის ცენტრში, შენობა იწვის