უცნობმა უკრაინის რადაში ბომბის შესახებ პოლიციაში დარეკა

კიევის პოლიცია უკრაინის უმაღლეს რადაში ბომბის შესახებ ინფორმაციას ამოწმებს – სამართალდამცველები ავრცელებენ.
“10.55 წუთზე დედაქალაქის სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერების შესახებ ინფორმაცია მიიღეს” – ნათქვამია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ კინოლოგები, მაშველები, პოლიციელები, გამნაღმველები. პარლამენტის შენობას ასევე სახელმწიფო დაცვის სამმართველო ამოწმებს.

დღეს უკრაინის უმაღლესმა რადამ პრემიერ-მინისტრ არსენ იაცენიუკის გადადგომის შესახებ განცხადება უნდა განიხილოს. საღამოსკენ კი უკრაინის ახალი მთავრობა დამტკიცდება.

banner
წინა სტატიაშიგაიზრდება თუ არა რუსეთის საკონსულოს თანამშრომელთა რაოდენობა?
შემდეგი სტატიასომხეთმა აზერბაიჯანს სახელმწიფო საზღვრის დაცხრილვაში ბრალი დასდო