გაიზრდება თუ არა რუსეთის საკონსულოს თანამშრომელთა რაოდენობა?

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც შვეიცარიის საელჩოში თანამშრომლების რაოდენობის გაზრდას ითხოვს, ოფიციალური თბილისი გადაწყვეტილებას დეტალების გარკვევის შემდეგ მიიღებს.

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, ამ საკითხზე მსჯელობა მიდის რუსეთის ფედერაციასა და შვეიცარიის საელჩოს შორის. ჩვენ გვექნება საუბარი ამ საკითხზე შვეიცარიელ კოლეგებთან. საჭიროა ვიცოდეთ დამატებითი დეტალები, თუ რაზე იყო კონკრეტული საუბარი და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით საბოლოო გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს მოქალაქეების მხრიდან რუსეთის ვიზებზე მოთხოვნის გაზრდის გამო, მოსკოვი შვეიცარიას სთხოვს გაზარდოს რუსეთის საკონსულოს თანამშრომელთა რაოდენობა თბილისში. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიNDI ხვალ საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარადგენს
შემდეგი სტატიაუცნობმა უკრაინის რადაში ბომბის შესახებ პოლიციაში დარეკა