სომხეთმა აზერბაიჯანს სახელმწიფო საზღვრის დაცხრილვაში ბრალი დასდო

სომხეთის თავდაცის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სახელმწიფო საზღვარი დაცხრილეს – ადგილობრივი მედია წერს.
“აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა 16-ჯერ განახორციელეს სროლა ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებით სომხეთის საზღვარზე. სომხეთის მიმართულებით გამოყენებულ იქნა ფართო კალიბრის იარაღი. ამასთანავე, სროლებს უწესრიგო ხასიათი ჰქონდა” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
11 აპრილს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის არა ერთ დარღვევაში დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშიუცნობმა უკრაინის რადაში ბომბის შესახებ პოლიციაში დარეკა
შემდეგი სტატიაავღანელმა თალიბებმა საგაზაფხულო თავდასხმების ანონსი გააკეთეს