წუხელ ისრაელის ავიაციამ სირიაში სარაკეტო შეტევა განახორციელა

ისრაელის ავიაციამ წუხელ სირიაში სამიზნეებზე ავიაშეტევა განახორციელა – სირიის საინფორმაციო სააგენტომ “სანა” გაავრცელა. დაიბომბა ობიექტები ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში, მათ მასშტაბებზე არ ვრცელდება ინფორმაცია. სააგენტო AFP-ის ცნობით, ავიაშეტევის შედეგად რვა სირიელი ბოევიკი დაიღუპა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ისრაელს კომენტარი არ გაუკეთებია. ისრაელის არმია მსგავს ინფორმაციას პრინციპულად არ პასუხობს.
ისრაელის საჰაერო სამხედრო ძალები სირიის ტერიტორიას ხშირად უტევენ. დარტყმის ობიექტები, ძირითადად, პროირანული სამხედრო შეიარაღებული დაჯგუფებებია. ისრაელის მიზანია სირიაში ირანის გავლენების შეზღუდვა. თეირანი ისრაელის მთავარ მტრად მიიჩნევს – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშისად გარბოდით, სად მიდიოდით, სად იმალებოდით? – კირკიტაძე “ოცნებას”
შემდეგი სტატიანინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარებზე ზეწოლა მიმდინარეობს, რომ ჩვენება არ მისცენ – ომბუდსმენი