ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარებზე ზეწოლა მიმდინარეობს, რომ ჩვენება არ მისცენ – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონის ყოფილ და მოქმედ ბენეფციარებზე ზეწოლა ხორციელდება, რათა მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს ჩვენება არ მისცენ.

ლომჯარია შესაბამის უწყებებს ფაქტების დაინტერესებისა და გამოძიებისკენ მოუწოდებს.

“სახალხო დამცველის აპარატი იღებს შეტყობინებებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მოქმედი თუ ყოფილი აღსაზრდელებისგან, რომ მათზე მიმდინარეობს სერიოზული ზეწოლა, რომ მათ არ მისცენ ჩვენებები სამართალდამცავ ორგანოებს მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესახებ, რასაც ადგილი ჰქონდა ნინოწმინდის პანსიონში ცხოვრების დროს”,-თქვა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიწუხელ ისრაელის ავიაციამ სირიაში სარაკეტო შეტევა განახორციელა
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – საკოორდინაციო საბჭოს ე.წ კომენდანტის საათის მოხსნაზე რეკომენდაციას ამ ეტაპზე ვერ მივცემთ