სად გარბოდით, სად მიდიოდით, სად იმალებოდით? – კირკიტაძე “ოცნებას”

სად გარბოდით, სად მიდიოდით, სად იმალებოდით? – ასე მიმართა ენმ”-ს წევრმა დავით კირკიტაძემ უმრავლესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და გიორგი გახარიას განცხადება შეახსენა:

გუშინ საოცრება გავიგეთ თქვენი ყოფილი პრემიერისგან, როდესაც ერთის მხრივ აცხადებთ, რომ სახელმწიფო გადატრიალებას ჰქონდა ადგილი, არცერთი კაბინეტებში არ ყოფილხართ. თუ სახელმწიფო გადატრიალება ხდებოდა, სად გარბოდით, სად მიდიოდით, სად იმალებოდით? თუ ესეც არასწორი თქვა თქვენმა პრემიერყოფილმა და როგორც თქვენ მას რამდენიმე თვის წინ უწოდებდით სუპერძალოვანმა მინისტრმა?!“ – თქვა კირკიტაძემ პარლამენტის სხდომაზე, სადაც ამნისტიის კანონპროექტის “ოცნების” ვერსიას განიხილავენ.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლად ვახტანგ მახარობლიშვილი დაინიშნა
შემდეგი სტატიაწუხელ ისრაელის ავიაციამ სირიაში სარაკეტო შეტევა განახორციელა