წმინდა სინოდის სხდომაზე რამდენიმე პირი წმინდანად შერაცხეს

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. მღვდელმთავრები საპატრიარქოს უკვე ტოვებენ. ჟურნალისტებთან წმინდა სინოდის სხდომის საკითხებზე კომენტარი წილკნის მიტროპოლიტმა ზოსიმემ გააკეთა.
მეუფის განცხადებით, წმინდა სინოდის სხდომაზე მართლმადიდებელმა ეკლესიამ რამდენიმე პირი წმინდანად შერაცხა, ასევე განათლების საკითხები განიხილეს.
“წმინდა სიდონია, რომელმაც უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სვეტიცხოველში განისვენებს, მისი დედა სინოდის სხდომამ წმინდანად შერაცხა, ილია მართლის ხსენება ორჯერ განაწესა. ასევე კიდევ ერთი ახალი წმინდანი შერაცხეს”, – განაცხადა მეუფემ.
მიტროპოლიტ ზოსიმეს თქმით, წმინდა სინოდის სხდომაზე განიხილეს განათლებასთნ დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, მეუფე სპირიდონის ყოფილ ეპარქიაში.
“გადაიხედება ეს საკითხები და თანხების გადანაწილება მოხდება. ეს საკითხი სხდომაზეც განხილული იყო”, – აღნიშნა მეუფემ.
მისივე თქმით, ეპარქიებში მეუფეების გადანაცვლებასთან დაკავშირებით, ცვლილებები არ იქნება.
სავარაუდოდ, საპატრიარქოში წმინდა სინოდის განჩინების ტექსტი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძის წინააღმდეგ სარჩელს ეკა ბესელიაც ამზადებს
შემდეგი სტატიაზუგდიდში მარტოხელა დედებს ფინანსური დახმარება გაეზარდათ