ეს ქვეყანა სწორედ თქვენნაირი პატრიოტი ადამიანების მიერ არაერთხელაა გადარჩენილი ხრამში გადავარდნას – წილოსანი კონტრაქციის მონაწილეებს

“ეს ქვეყანა სწორედ თქვენნაირი პატრიოტი ადამიანების მიერ არაერთხელაა გადარჩენილი ხრამში გადავარდნას” – ამ განცხადებით დეპუტატი ნინო წილოსანი კონტრაქციის მონაწილეებს მიმართავს.

წილოსანი განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“მოდით, დღევანდელი დღე სახალხო ზეიმად ვაქციოთ. დავანახოთ ერთმანეთს და სხვებსაც, რომ ქვეყნისა და ადამიანების სიყვარულით სავსე ხალხი გაცილებით მეტნი ვართ და რომ ბოროტებას, ძალადობას და ქვეყნის მტრობას გასაქანი არასდროს მიეცემა.

ეს ქვეყანა სწორედ თქვენნაირი პატრიოტი ადამიანების მიერ არაერთხელაა გადარჩენილი ხრამში გადავარდნას. ჩვენ დღესაც, როგორც ყოველთვის, დავიცავთ მამულს, ენას და სარწმუნოებას!” – წერს ნინო წილოსანი.

banner
წინა სტატიაში„ფარა“ ერთ-ერთი აქტუალური კანონია აშშ-ში და შარშან „ფარას“ კანონის პირდაპირ თარგმანსაც რუსული კანონი დაარქვეს – მდინარაძე
შემდეგი სტატიაკახეთში, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს