ელისო კილაძის წინააღმდეგ სარჩელს ეკა ბესელიაც ამზადებს

პატივის და ღირსების შემლახავი განცხადებების გამო ელისო კილაძის წინააღმდეგ სარჩელი შეტანას აპირებს უმრავლესობის დეპუტატის ეკა ბესელია.

“სარჩელი მზადდება. მე ვაპირებ ეს გავაკეთო, არა მარტო საკუთარი პრინციპული პოზიციისთვის და საზოგადოებას ვაჩვენო, რომ ხდება ცრუ ინფორმაციის გავრცელება, არამედ, იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ქონდეთ დაცვის მეტი გარანტიები ამ პრეცედენტების შექმნით,” – განმარტა ეკა ბესელიამ.

ელისო კილაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი დღეს უკვე შეიტანა მანანა კობახიძემ. პარლამენტის ვიცე სპიკერი ჟურნალისტს პატივისა და ღირსების შელახვასა და შეგნებულ ცილისწამებაში ადანაშაულებს.

banner
წინა სტატიაშიგურამ გირგვლიანი: ირინა იყო ის დედა, რომელმაც პირველმა დაიწყო ბრძოლა იმ ხელისუფლების წინააღმდეგ
შემდეგი სტატიაწმინდა სინოდის სხდომაზე რამდენიმე პირი წმინდანად შერაცხეს