ზუგდიდში მარტოხელა დედებს ფინანსური დახმარება გაეზარდათ

ქალაქ ზუგდიდში მცხოვრები მარტოხელა დედები, რომელთა სტატუსს საკუთარი კრიტერიუმებით ადგილობრივი თვითმმართველობა განსაზღვრავს, მომავალი წლიდან ერთდჯერადი ყოველწლიური 200 ლარიანი დახმარების ნაცვლად, ყოველთვიურად 50 ლარს მიიღებენ, რაც წლის განმავლობაში 600 ლარს უდრის.

ბიუჯეტის დამტკიცებამდე ცოტა ხნით ადრე შესაბამისი ინიციატივით ქალაქის საკრებულოს „ჟურნალისტთა ქსელმა გენდერული თანასწორობისთვის“ მიმართა, რაც უწყებამ მერიისთვის გასაგზავნ რეკომენდაციებში ასახა. თავის მხრივ მერიამ რეკომენდაცია გაითვალისწინა და მარტოხელა დედებისთვის ფინანსური დახმარების გაზრდის გადაწყვეტილება მომავალი წლის ბიუჯეტში ასახა.

შესაბამისად, ქალაქის მერიის 20 მსგავსი ბენეფიციარისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში 12 000 ლარი გამოიყო.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ ზუგდიდის 2016 წლის ბიუჯეტი 18.597.200 ლარით განისაზღვრა. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ხმათა უმრავლესობით, 9 ხმით 5-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.

 

banner
წინა სტატიაშიწმინდა სინოდის სხდომაზე რამდენიმე პირი წმინდანად შერაცხეს
შემდეგი სტატია“როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდას იყენებენ” – ნუკრი ქანთარია ალეკო ელისაშვილზე