წყალტუბოს სათნოების სახლის მოხალისეებს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი შეუერთდა

წყალტუბოს სათნოების სახლის მოხალისეებს პარლამენტის წევრი, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი შეუერთდა.

ცოტნე ზურაბიანის ინიციატივით მისი სადეპუტატო ბიუროში ამოქმედდა მოხალისეთა ცხელი ხაზიც.

საჭიროებისამებრ დეპუტატი მის სამსახურებრივ ავტომანქანას მოქალაქეებს გადაადგილებაში ახმარს.

ასევე მისი ბიუროს თანამშრომლები პანდემიის პირობებში ჩართული არიან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა აქტივობებში.

“დღეს ძალიან გახარებული ვარ, მივედი სათნოების სახლში და 18 წლის ახალგაზრდა დამხვდა, რომელიც ბენეფიციარებისთვის ადგილზე მიაქვს სათნოების სახლიდან საკვები, ბედნიერი ვარ, რომ შევიძინე ახალგაზრდა მეგობარი, რომელიც ამ ასაკიდან იწყებს სიკეთის კეთებას და ჩვენ ასეთ ახალგაზრდებს უნდა მივცეთ მოტივაცია, რომ გახდეს მაგალითი სხვა ახალგაზრდებისთვის. ეს ახალგაზრდა ზურა ჩიხლაძეა, მინდა მას პირადად გადავუხადო მადლობა ამ კეთილი საქმიანობისთვის, მადლობას ასევე სათნოების სახლის კიდევ ერთ მოხალისეს დემურ თაბაგარს. მე ჩემი მხრიდან მზად ვარ ნებისმიერ საჭიროებაზე 24 საათის განმავლობაში
მოვახდინო რეაგირება”, – განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.

banner
წინა სტატიაშისეტყვა იყო საჩხერის მუნიციპალიტეტში, სადაც სტიქიამ ჭალოვანის, ჭალის, კორბოულის და მერჯევის თემის სოფლები დააზარალა
შემდეგი სტატიასწრაფი ტესტირებით კორონავირუსი კიდევ სამ ადამიანს, მათ შორის სასწრაფო დახმარების მძღოლს დაუდასტურდა