სწრაფი ტესტირებით კორონავირუსი კიდევ სამ ადამიანს, მათ შორის სასწრაფო დახმარების მძღოლს დაუდასტურდა

ყვარელში კორონავირუსზე სწრაფი ტესტირება მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ სწრაფი ტესტირებით კორონავირუსი კიდევ სამ ადამიანს, მათ შორის სასწრაფო დახმარების მძღოლს დაუდასტურდა. ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, სამივე ადამიანის კორონავირუსით ინფიცირება „პისიარ“ ტესტირებამ უნდა დაადასტუროს. მისივე თქმით, შესაბამისი ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გაიგზავნა.

ეპიდემიოლოგები ყვარელში დამატებით გამოკვლევებს აგრძელებენ.

კახეთის რეგიონში დღეს კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებული სასწრაფო დახმარების ექიმია.

banner
წინა სტატიაშიწყალტუბოს სათნოების სახლის მოხალისეებს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი შეუერთდა
შემდეგი სტატიაახალი კორონავირუსის სიმპტომებით მამაკაცი ლაგოდეხის ე.წ. ცხელების ცენტრში მოათავსეს