არა რუსულ კანონს! – ჩიკაგოში მცხოვრებმა ქართველებმა აქცია გამართეს

აშშ-ის ქალაქ ჩიკაგოში ქართველმა ემიგრანტებმა შაბათს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს. მათ მიტანილი ჰქონდათ ბანერები – “Say no to Russian law,” ”No to Russian Influence,” “არა რუსულ რეჟიმს” და სხვა.

ცნობისთვის, რუსული კანონის ხელახლა დაინიცირების შემდეგ, მისი საწინააღმდეგო აქცია მსოფლიოს არაერთ ქალაქში გაიმართა.

დღეს, 19 საათზე კი რუსული კანონის წინააღმდეგ ევროპული მარში გაიმართება. შეკრება 19 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმართულებით ფეხით მსვლელობა მოეწყობა.

banner
წინა სტატიაშიუარს ვამბობთ უცხოური გავლენის რეესტრში რეგისტრაციაზე! – სოციალური მუშაკები
შემდეგი სტატიარუსთველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება