წითელი ჯვარი არ გამოაქვეყნებს აზოვსტალიდან პატიმართა სიას

“ინფორმაცია აზოვსტალიდან გამოყვანილი უკრაინელი სამხედროების რაოდენობისა და პირადი მონაცემების შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისთვის, კონფიდენციალური დარჩება და არ გახდება საჯარო”,-ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენელმა მირელა ჰოდეიბმა განაცხადა.

“ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. ჩვენი პრიორიტეტია სამხედრო ტყვეების პატიმრობისა და მოპყრობის პირობების გადამოწმება, გაუჩინარების პრევენცია და მათ ოჯახებთან კონტაქტის დამყარება. მაგრამ ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ სიებს ან იმ ადამიანების სახელებს, რომლებსაც ჩვენ ვესტუმრეთ“, – განაცხადა ICRC-ის წარმომადგენელმა.

„ოჯახებს, რომლებიც ეძებენ ინფორმაციას დაკარგული ნათესავების შესახებ, შეუძლიათ დაუკავშირდნენ ICRC-ის ცენტრალური საძიებო სააგენტოს მისამართზე ctabureau@icrc.org, ასევე +41 22 730 3600 ან +380 800 300 155“, – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – ღარიბაშვილის განცხადება სხვის ბოსტანში კენჭების სროლის კლასიკური შემთხვევაა – შენ რომ არ დაგბრალდეს რაღაც, სხვას უნდა აბრალებდე დამაჯერებლად
შემდეგი სტატიაოპოზიციამ და ლობისტებმა ჩამოწერონ რა უნდა გაგვეკეთებინა და არ გავაკეთეთ უკრაინის მხარდასაჭერად – კობახიძე