ხვიჩია – ღარიბაშვილის განცხადება სხვის ბოსტანში კენჭების სროლის კლასიკური შემთხვევაა – შენ რომ არ დაგბრალდეს რაღაც, სხვას უნდა აბრალებდე დამაჯერებლად

ღარიბაშვილის განცხადება სხვის ბოსტანში კენჭების სროლის კლასიკური შემთხვევაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რითაც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებს სთხოვს, საქართველოზე პოზიტიური გადაწყვეტილება არ იქნეს მიღებული.

მისივე თქმით, ქართულმა ოცნებამ იცის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები არ არის საკმარისი და ახლა ამის სხვაზე გადაბრალებას ცდილობენ.

„შენ რომ არ დაგბრალდეს რაღაც, სერიოზული სახით სხვას უნდა აბრალებდე დამაჯერებლად, ამასთან გვაქვს საქმე. „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ მისი ნაბიჯები არ არის საკმარისი იმ მიზნის მისაღწევად, რაც ჩვენ გვინდა და შეიძლება ეს ყველაფერი არ დამთავრდეს წარმატებით, ამიტომ საჭიროა წინასწარ ნიადაგის შემზადება, რომ მერე ხალხმაც და თვითონაც თამამად დააბრალოს ეს ამბავი სხვას. არ ვიცი, რამდენად მოისმინა კრიტიკა ბრიუსელში კონკრეტულად, თუმცა ხელისუფლებაზე კრიტიკულ შენიშვნებს ყველგან მოისმენ, ბრიუსელშიც, თბილისშიც და მესიჯადაც გამოგზავნიან, თუ მაინც და მაინც ვინმემ მოინდომა,“ – განაცხადა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიჯეიკ სალივანი – უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების გაწევას რუსები ვერ შეაფერხებენ
შემდეგი სტატიაწითელი ჯვარი არ გამოაქვეყნებს აზოვსტალიდან პატიმართა სიას