ადვოკატი – უცნობია, სად იმყოფება გუკა რჩეულიშვილი

გუკა რჩეულიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია სად იმყოფება გუკა რჩეულიშვილი.
როგორც მამუკა ჭაბაშვილმა აღნიშნა რჩეულიშვილთან დაკავშირებას მშობლები ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
”ჩაგვაბარებენ დოკუმენტებს და ვნახავთ თუ რას გვედავებიან. არ ვიცი სად არის, ვერ დაუკავშირდნენ მისი მშობლები – განაცხადა ჭაბაშვილმა.

ადვოკატი ადასტურებს, რომ სასამართლოს განჩინება ირაკლი მინდელზე, სალომე ჩარკვიანზე და გიკა რჩეულიშვილის დაკავებაზე აქვს.
”რჩეულიშვილი სახლში არ იმყოფებოდა როდესაც მასთან პოლიცია მივიდა, დამირეკეს მისმა მშობლებმა. მივედი და ზეპირად, გამომძიებლისგან გავარკვიეთ, რომ „ცენტრ პოინტის” ბათუმის ერთ-ერთი ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებით არის სავარაუდოდ დაკავების განჩინება გაცემული. გუკასთან ერთად ედავებიან და დაკავების განჩინება არის გაცემული ირაკლი მინდელზე და სალომე ჩარკვიანზე. კონკრეტულად ბრალდება რას შეეხება, დოკუმენტები ჯერ არ გვაქვს წარდგენილი. ”ცენტრ პოინტის” საქმის გამოძიება მეოთხე წელია მიმდინარეობს, რაღაც ეპიზოდებზე საქმე სასამართლოში იხილება, დანარჩენ ნაწილზე გამოძიება ისევ მიმდინარეობს, ამ ხნის განმავლობაში ადვოკატებს თუ ”ცენტრ პოინტის” თანამშრომლებს მუდმივი კონტაქტი გვაქვს გამოძიებასთან და გაუგებარია თუ რის საფუძველზე მიიჩნია სასამართლომ, რომ ამ პირების დაკავება აუცილებელი იყო. ან პროკურატურამ რატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასამართლოსგან წინასწარ დაკავების განჩინება მიეღო. პროკურატურა თუ დაიბარებდა, ერთიც, მეორეც და მესამეც უპრობლემოდ მივიდოდნენ “- აღნიშნა ჭაბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგააზიარეწარმატება – თიბისი ბანკის მხარდაჭერით “ბიზნესდაჯილდოება 2016” გაიმართება
შემდეგი სტატიაწინასწარი ინფორმაციით, სოფელ ვაჩიანში დედისა და სამი შვილის გარდაცვალება განზრახ ჩადენილი მკვლელობაა