წალენჯიხელი სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

კორონავირუსით დაინფიცირებული 33 წლის სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, თუმცა, მას პნევმონია აქვს. აცხადებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი, ლალი ტურძელაძე.

„მდგომარეობა მძიმე არ არის, საშუალო სიმძიმისაა, აქვს პნევმონია, ოღონდ მძიმე ფორმებში არა, საშუალო სიმძიმის მიმდინარეობისაა, დაბალი ტემპერატურა აქვს, მისი ჩივილი სულ ეს არის. სუნთქვის უკმარისობა მწვავედ გამოხატული არ არის და არც მაღალი ცხელება არ აქვს“, – განცხადა ტურძელაძემ.

banner
წინა სტატიაშიდადასტურდა ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა.
შემდეგი სტატია23 პირი ბოქსირებული მანქანით ანაკლიაში მდებარე კარანტინის სივრცეში გადაიყვანეს