23 პირი ბოქსირებული მანქანით ანაკლიაში მდებარე კარანტინის სივრცეში გადაიყვანეს

23 პირი, ბოქსირებული მანქანით ანაკლიაში მდებარე კარანტინის სივრცეში გადაიყვანეს. მათ შორის ერთი ორსული ქალბატონია. როგორც წალენჯიხის მერმა ბესიკ ფარცვანიამ “თაიმერს” განუცხადა, ყველა პირი იდენტიფიცირებულია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ამ წუთებში მონიტორინგის სამსახურისა და ეპიდემიოლოგების მხრიდან მიმდინარეობს ამ ადამიანებზე დაკვირვება. მისივე თქმით, გამოვლენილია პირველადი კონტაქტები. წალენჯიხიდან 14 პირი ანაკლიაში მდებარე კარანტინის სივრცეში გადაიყვანეს. სამხედრო პირიკი გორის ჰოსპიტალში. ერთი თბილისში კარანტინის ერთ-ერთი ზონაში. ამ დროისათვის მუნიციპალიტეტში პანიკის საფუძველი არ არსებობს, შექმნილი პანიკა კი მხოლოდ ხელს შეუშლის სამედიცინო ღონისძიებების გატარებას. ანაკლიაში სულ 23 პირია გადაყვანილი- აცხადებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი.

ახლგაზრდა მამაკაცს, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა.”თაიმერის” ინფორმაციით, მას რამდენიმე სოფლის მოსახლეობასთანაც ჰქონდა ურთიერთობა. ამ წუთისთვის მიმდინარეობს დაავადებულის კონტაქტების შესწავლა.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხელი სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა
შემდეგი სტატიარელიგიურმა რიტუალებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ვირუსის გავრცელებას – ცერცვაძე