ტრამპს საიდუმლო დოკუმენტი არ შეუჭამია – პრეზიდენტის ყოფილი ადვოკატი

აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს არანაირი საიდუმლო დოკუმენტი არ შეუჭამია, როგორც ამას მისი ყოფილი ასისტენტი ომაროს მანიგოლტ-ნიუმანი ირწმუნება – ამერიკელი ლიდერის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა “ტვიტერის” საკუთარ ბლოგზე დაწერა.

“ათობით ჟურნალისტისთვის, რომლებიც ომაროსის წიგნში გაკეთებული განცხადების შემდეგ მირეკავდნენ, თითქოს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მე ჩანაწერი გამომართვა, ის პირში ჩაიდო და შეჭამა… მსგავსი არაფერი მინახავს და შოკირებული ვარ, რომ ვინმეს შეეძლო ეს სერიოზულად აღექვა” – წერს იურისტი.

რამდენიმე დღის წინ The Washington Post-მა წიგნიდან “Unhinged: An Insider’s Account of the Trump White House” ამონარიდი გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ფრაგმენტში წერია, რომ პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი დოკუმენტი შეჭამა. მანინგოლტ-ნიუმანი ირწმუნება, რომ ოვალურ კაბინეტში ნახა ტრამპი როგორ ღეჭავდა ქაღალდს 2017 წლის დასაწყისში.

banner
წინა სტატიაში,,ცენტრალური საარჩევნო კომისია ყოველთვის სათანადოდ ასრულებს თავის ფუნქციას”
შემდეგი სტატიაპრეზიდენტობის კანდიდატებმა ცესკოში რეგისტრაცია არაუგვიანეს 8 სექტემბრისა უნდა გაიარონ