პრეზიდენტობის კანდიდატებმა ცესკოში რეგისტრაცია არაუგვიანეს 8 სექტემბრისა უნდა გაიარონ

საპრეზიდენტო კანდიდატებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია არაუგვიანეს 8 სექტემბრისა უნდა გაიარონ. როგორც ჟურნალისტებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განუცხადეს, არჩევნებამდე არაუგვიანეს 50-ე დღისა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიამ, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.

მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტობის თითოეულ კანდიდატს დასჭირდება მხარდამჭერთა 25 923 ხელმოწერა. კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად პარტიის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა ცესკოს უნდა წარუდგინოს არაუგვიანეს მე-40 დღისა.

banner
წინა სტატიაშიტრამპს საიდუმლო დოკუმენტი არ შეუჭამია – პრეზიდენტის ყოფილი ადვოკატი
შემდეგი სტატიანინოწმინდაში ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა