,,ცენტრალური საარჩევნო კომისია ყოველთვის სათანადოდ ასრულებს თავის ფუნქციას”

„ნეგატიური პიარი ცესკო-ს წინააღმდეგ, საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ, იწყება ხოლმე ყოველი არჩევნების წინ. ეს არის ჩვეულებრივი რამ, რასაც უკვე მივეჩვიეთ. ხელოვნურად ცდილობენ ცესკო-ს დისკრედიტაციას, თუმცა, რეალურად ეს არ გამოსდით ჩვენ რადიკალურ ოპონენტებს გამომდინარე იქიდან, რომ ცესკო ყოველთვის სათანადოდ ასრულებს თავის ფუნქციას და ეს დადასტურებულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დასკვნებში“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, ცესკო ყოველთვის ობიექტურია და ყოველთვის უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესების ობიექტურ შეფასებას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

„აქედან გამომდინარე, საერთაშორისო ორგანიზაციები სცემენ ხოლმე პასუხს იმ არასწორ კრიტიკას და უსამართლო კრიტიკას, რომელიც ისმის რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ცესკო-ს წინააღმდეგ“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში„მთავრობა არის არაკომპეტენტური და მოუმზადებელი ხვდება ლარის რყევას” – ზურაბ ჭიაბერაშვილი
შემდეგი სტატიატრამპს საიდუმლო დოკუმენტი არ შეუჭამია – პრეზიდენტის ყოფილი ადვოკატი