ტრამპმა პირობა დადო, რომ მიგრანტების გასაკონტროლებლად ახალ სისტემას შეიმუშავებს

აშშ-ს პრეზიდენტბის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპმა, აიოვაში მიტინგზე გამოსვლისას პირობა დადო ისეთი სისტემის შემუშავებაზე, რომელიც ხელისუფლებას იმიგრაციის გაკონტროლებას გაუადვილებს -ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.
სისტემა შესაძლებელს გახდის აშშ-დან გასვლის და შემოსვლის გაკონტროლებას, რომ გამოვლინდეს, ვიზის დასრულების შემდეგ ვინ დარჩა ქვეყანაში.
მისივე თქმით, მიგრანტები, რომელთაც ოფიციალური დოკუმენტები არა აქვთ, ვერ მიიღებენ სოციალურ დახმარებას და დაადასტურა, რომ მექსიკასთან კედელს ააშენებს.

გასულ კვირას ტრამპმა მიგრაციაზე პოზიციები შეარბილა – ადრე ის 11 მილიონი მიგრანტის ქვეყნიდან გაძევების პირობას დებდა.

banner
წინა სტატიაშითურქეთის სამხრეთ-დასავლეთში უმსხვილესი ქალაქის აეროპორტს რაკეტები დაუშინეს
შემდეგი სტატიაოდესასთან ბოშების სახლები დაარბიეს