ოდესასთან ბოშების სახლები დაარბიეს

სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეო, სადაც გადაღებულია ოდესის მხარის სოფელ ლოშინოვკას მკვიდრები როგორ არბევენ ბოშათა სახლებს 9 წლის გოგონას გარდაცვალების შემდეგ.
“ეს ადრე, სამი წლის წინ უნდა გაგვეკეთებინა” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. “დაამტვრიეთ ყველაფერი” – იძახის მეორე. ვიდეოში ჩანს, რომ მომხდარს პოლიციელებიც ესწრებიან. სულ, დარბევებში 300-მდე ადამიანი მონაწილეობდა. კონფლიქტში პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლებაც ჩაერია. თავდამსხმელებმა 6-7 სახლი გაანადგურეს.

9 წლის ბავშვის სხეული, რომელსაც ექსპერტის თქმით, ძალადობის კვალი ემჩნევა, 26 აგვისტოს, სოფლის ერთ-ერთ მიგდებულ სახლში იპოვეს. პოლიციამ კინოლოგები ჩართო საქმეში, რომლებმად დამნაშავე იპოვეს. ის აღმოჩნდა 20 წლის ბოშა, რომელიც ლოშინოვკაში ცხოვრობს. სოფლის მოსახლეობის თქმით, ბოშები სოფელში სამი წლის წინ გამოჩნდნენ.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა პირობა დადო, რომ მიგრანტების გასაკონტროლებლად ახალ სისტემას შეიმუშავებს
შემდეგი სტატიაუკრაინაში ასზე მეტი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს