თურქეთის სამხრეთ-დასავლეთში უმსხვილესი ქალაქის აეროპორტს რაკეტები დაუშინეს

დიარბაკირის აეროპორტს წუხელ გვიან რაკეტები დაუშინეს – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ოთხი რაკეტა ესროლეს პოლიციის საკონტროლო-გამშვებ პუნქტს. მგზავრებმა და თანამშრომლებმა ტერმინალის შენობას თავი შეაფარეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. ცნობილია, რომ რეგიონში თურქ ძალოვანებსა და ქურთ ამბოხებულებს შორის წლების მანძილზე დაძაბულია სიტუაცია.
შეგახსენებთ, რომ თურქეთმა სირიაში “ისლამური სახელმწიფოსა” და ქურთების წინააღმდეგ 24 აგვისტოს ოპერაცია დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში რამდენიმე ჰექტარზე ვენახს ცეცხლი გაუჩნდა
შემდეგი სტატიატრამპმა პირობა დადო, რომ მიგრანტების გასაკონტროლებლად ახალ სისტემას შეიმუშავებს