ტრამპმა პენტაგონის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა

პენტაგონის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილე პატრიკ შანახანი იქნება. “მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ თავდაცვის მინისტრის ჩვენი ნიჭიერი მოადგილე პატრიკ შანახანი 2019 წლის 1 იანვრიდან მინისტრის მოვალეობას შეასრულებს.

პატრიკს წარმატებების გრძელი სია აქვს მინისტრის მოადგილედ მუშაობის პერიოდში და ადრე – Boeing-ში. ის საუკეთესო იქნება” – კვირას, 23 დეკემბერს დაწერა დონალდ ტრამპმა “ტვიტერის” საკუთარ ბლოგზე.

შანახანი ამ პოსტზე ჯეიმს მეტისს შეცვლის, რომელმაც გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ სირიაში “ისლამური სახელმწიფო” დამარცხებულია და აშშ ქვეყნიდან საკუთარ ჯარს გაიყვანს.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა სირიაში ჯარის შეყვანა დაიწყო
შემდეგი სტატიაწავკისში ორი მამაკაცი მოკლეს