წავკისში ორი მამაკაცი მოკლეს

წავკისში, რამდენიმე წუთის წინ მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი მამაკაცი მოკლეს. ინფორმაცია “თაიმერს” შსს-ში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ ორი პირი.  შემთხვევა ქუჩაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ე ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა პენტაგონის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
შემდეგი სტატიამაკრონმა სირიაზე ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სინანული გამოთქვა