თურქეთმა სირიაში ჯარის შეყვანა დაიწყო

თურქეთმა წუხელ სირიაში, პროვინცია კილისში, თურქეთის პროვინცია ჰატაიდან სამხედრო ძალების შეყვანა დაიწყო. მათ შორის, ტანკების, ჰაუბიცების, სარდლობისთვის განკუთვნილი ავტობუსების და სხვა – თურქულ DHA-ზე დაყრდნობით “დოიჩე ველე” ავრცელებს.

სავარაუდოდ, გადასროლილია, 100 ერთეული სატრანსპორტო საშუალება. გარდა ამისა, შეიარაღებული ძალების ნაწილი თურქეთის საზღვარზე იმყოფებიან, კიდევ ერთი ნაწილი კი სირიაში, ელბეილის რაიონშია გაგზავნილი.
19 დეკემბერს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიიდან ამერიკულ ჯარს გაიყვანს. NBC News-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი პირადად დაპირდა ტრამპს, რომ “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს.

banner
წინა სტატიაშიგამოძიების უცნაური მეთოდები:”თქვენ მოკალით ზვიად გამსახურდია?”
შემდეგი სტატიატრამპმა პენტაგონის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა