ტრამპმა ობამას გეი-კლუბზე თავდასხმის შემდეგ გადადგომისკენ მოუწოდა

trampiრესპუბლიკური პარტიიდან, აშშ-ს პრეზიდენტობის ერთადერი კანდიდატი, დონალდ ტრამპი ბარაკ ობამას მისამართით მოწოდებას აკეთებს და მას გადადგომას ურჩევს, ფლორიდაში, გეი-კლუბზე მომხდარი თავდასხმის გამო, რომლის დროსაც 50 ადამიანი დაიღუპა. პოლიტიკოსის განცხადება მის საიტზე დევს.
ტრამპმა დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა და თავდასხმას 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარზე უარესი უწოდა.
მილიარდელმა აღნიშნა, რომ ამერიკელ ხალხს “რადიკალი ისლამისტ-ტერორისტი დაესხა თავს” და მიუთითა, რომ ობამამ, სამარცხვინოდ, თავის გამოსვლაში არც აღნიშნა “რადიკალური ისლამი”. მხოლოდ ესეც კმარა საიმისოდ, რომ ის გადადგეს – ხაზი გაუსვა ტრამპმა.

გარდა ამისა, ტრამპმა აღნიშნა ასევე ჰილარი კლინტონი, რომელმაც თავდასხმის შემდეგ ორი სიტყვა “რადიკალური ისლამი” არ თქვა, რაც ტრამპის აზრით, საკმარისია იმისათვის, რომ კლინტონიც გამოეთიშოს საპრეზიდენტო მარათონს: “ჩვენ უკვე ვეღარ მივცემთ თავს ვიყოთ პოლიტკორექტულები” – ხაზი გაუსვა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ ტრამპი, თავისი კამპანიის დასაწყისშივე, მუსლიმებისადმი უხეში გამონათქვამით გამოირჩეოდა, კერძოდ, კი, 2015 წლის ნოემბრის პარიზის ტერაქტის შემდეგ, მან თქვა, რომ აშშ-მ გარკვეული დროით მუსლიმებს კარები უნდა ჩაუკეტოს და ქვეყანაში არ უნდა შემოუშვას.

banner
წინა სტატიაში”არ ვაპირებთ კომპანიაში შესვლას ცეცხლით, მახვილით და ტერორით”- ქიბარ ხალვაში ინგა გრიგოლიას განცხადებას ეხმაურება
შემდეგი სტატიაორლანდოს გეი-კლუბზე თავდამსხმელის ყოფილი ცოლი ოჯახურ ძალადობაზე საუბრობს