ორლანდოს გეი-კლუბზე თავდამსხმელის ყოფილი ცოლი ოჯახურ ძალადობაზე საუბრობს

ორლანდოს გეი-კლუბზე თავდამსხმელის ყოფილი ცოლი ოჯახურ ძალადობაზე საუბრობს

Ckw0iS_XEAI6OWt29 წლის ომარ მატინის ყოფილი ცოლი, მას ახასიათებს, როგორც ფსიქიკურად გაუწონასწორებელს. ქალის თქმით, რომლის სახელიც უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, არ ვრცელდება, ქმარი მას ხშირად ცემდა, როცა ისინი დაქორწინებულები იყვნენ – The Washington Post-ი წერს.
მათ ერთმანეთი ინტერნეტით გაიცნეს 8 წლის წინ. ქალმა გადაწყვიტა ფლორიდაში გადასვლა და მატინზე გათხოვება – ეს 2009 წელს მოხდა. თავდაპირველად, ქალის თქმით, ისინი ნორმალურად ცხოვრობდნენ, მაგრამ შემდეგ კონფლიქტები დაიწყო.
“ის მე მცემდა. მცემდა, ვთქვათ იმის გამო, რომ როცა ის სახლში მოდიოდა, მე რეცხვა დასრულებული არ მქონდა” – განაცხადა ქალმა.
როგორც Fox News-ი იტყობინება, ქალი უზბეკია. მატინის ოჯახი ავღანეთიდან ჩავიდა აშშ-ში, თუმცა, თვითონ მატინი ნიუ-იორკში დაიბადა. მოგვიანებით, მისი ოჯახი ფლორიდაში გადავიდა. 2007 წელს მატინმა Indian River State-ის კოლეჯი დაამთავრა.

ყოფილი ცოლის თქმით, გარედან ის ნორმალური ადამიანი ჩანდა, რელიგიური იყო და სპორტდარბაზში დადიოდა. მათი ერთობლივი ცხოვრება მხოლოდდამხოლოდ რამდენიმე თვე გაგრძელდა – როგორც კი ქალის მშობლებმა ძალადობის შესახებ გაიგეს, შვილი სახლში დააბრუნეს. მას შემდეგ მათ შორის კავშირი გაწყდა,
მატინის მეგობარმა განაცხადა, რომ ოჯახის დანგრევის შემდეგ ის უფრო რელიგიური გახდა. ისინი ერთმანეთს სამი კვირის წინ შეხვდნენ, მაგრამ მატინს თავის გეგმებზე არაფერი უთქვამს. მეგობრის თქმით, თუკი მას “ისლამური სახელმწიფოს” მიმართ სიმპათიები გაუჩნდა, ამას მალავდა”.

მატინი ფორტ-პირსის ისლამურ ცენტრში ხშირად დადიოდა. იმამ შაფიკ მახმანის თქმით, ის უკანასკნელად ორი დღის წინ იყო ცენტრში. მან ასევე განაცხადა, რომ კარგად არ იცნობდა მატინს, იმის მიუხედავად, რომ ის ხშირად დადიოდა: “ის ყველაზე ჩუმი იყო, არავის ეკონტაქტებოდა. მოვიდოდა, ილოცებდა და წავიდოდა” – თქვა იმამმა.

შეგახსენებთ, რომ გეი-ბარ “პულსში” სროლა გუშინ, კვირას მოხდა. კლუბში 320 ადამიანი იმყოფებოდა. მატივი, რომელიც ვინტოვკით და რევოლვერით იყო შეიარაღებული, თავს დაესხა კლუბს. 50 ადამიანი გარდაიცვალა. 53 კი დაიჭრა. თავდამსხმელი ლიკვიდირებულ იქნა პოლიციის მიერ. მან თავდასხმამდე 20 წუთით ადრე 911-ზე დარეკა და “ისლამურ სახელმწიფოს” ერთგულება შეჰფიცა. გარდა ამისა, მომხდარის შემდეგ “ისლამურმა სახელმწიფომ” განაცხადა, რომ მატინი მათი წევრი იყო და მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა ობამას გეი-კლუბზე თავდასხმის შემდეგ გადადგომისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატიაგერმანია შესაძლებელია თურქეთის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დათმობებზე წავიდეს