”არ ვაპირებთ კომპანიაში შესვლას ცეცხლით, მახვილით და ტერორით”- ქიბარ ხალვაში ინგა გრიგოლიას განცხადებას ეხმაურება

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ინგა გრიგოლიას განცხადებასტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის შესახებ პასუხობს.

”ქალბატონო ინგა არ ვაპირებთ კომპანიაში შესვლას ცეცხლით, მახვილით და ტერორით, როგორც ეს მიშამ გააკეთა ჩვენს თუ სხვა შემთხვევებში. როცა ათასობით თქვენზე არანაკლები პროფესიონალი ადამიანი დატოვეს უმუშევარი. გაცილებით მეტის მოთმენა შეგვიძლია ვიდრე ცნობილ მანიაკს, რომლის ქონებრივი უფლების დაცვაშიც უნებურად (იმედს ვიტოვებ) იღებთ მონაწილეობას”,- განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„გამიკვირდა? – არ გამიკვირდა სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, ველოდი ამ ფინალს სააპელაციოში.. ახლა საინტერესოა, რას იზამს გვენეტაძის უზენაესი სასამართლო და კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ წარმოუდგენიათ ტელეკომპანიაში შესვლა ახალ მეპატრონეებს.. სპეცრაზმით?? ჩემი სოლიდარობა „რუსთავი ორის“ ჟურნალისტებს, მაგარ პროფესიონალებს და ჩემს მეგობრებს“,- აღნიშნა ინგა გრიგოლიამ.

banner
წინა სტატიაშიმექსიკაში ავტობუსის მგზავრებმა მზარცველები სიკვდილამდე ცემეს
შემდეგი სტატიატრამპმა ობამას გეი-კლუბზე თავდასხმის შემდეგ გადადგომისკენ მოუწოდა