ტრამპმა მერილ სტრიპის კრიტიკას უპასუხა

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მსახიობ მერილ სტრიპს, რომელმაც ტრამპი “ოქროს გლობუსის” ცერემონიაზე გააკრიტიკა, მიკერძოებულობაში დასდო ბრალი. დღეს ტრამპმა The New York Times-ს განუცხადა, რომ კინოს წარმომადგენლების მხრიდან მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება მას არ უკვირს. “მერილ სტრიპი ჰილარი კლინტონს უჭერდა მხარს. მათგან ბევრი ჰილარის უჭერდა მხარს” – თქვა ტრამპმა და დაამატა, რომ მას მსახიობის სიტყვა არ მოუსმენია.

სტრიპმა ტრამპი კინემატოგრაფიაში განსაკუთრებული ღვაწლის გამო ჯილდოს მიღებისას გააკრიტიკა. მან ტრამპის გამპოვლა გაიხსენა, სადაც მან ჟურნალისტ სერჟ კოვალესკის ფიზიკური ნაკლის გამო დასცინა. “ადამიანმა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მთავარი პოსტის დაკავებას აპირებს, რეპორტიორს იმის გამო დასცინა, რომ ის შშმ პირია” – მერილ სტრიპმა თქვა.
“ოქროს გლობუსის” დაჯილდოვების 74-ე ცერემონია გუშინ ლოს-ანჟელესში გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიტუნისში ქვეყანაში ტერორისტების დაბრუნების წინააღმდეგ აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიაე.წ. მოსმენების გასაღები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უნდა გამოვიდეს – არასამთავრობოები პოზიციას არ ცვლიან