ტუნისში ქვეყანაში ტერორისტების დაბრუნების წინააღმდეგ აქცია გაიმართა

ტუნისის დედაქალაქში ათასობით ადამიანი გამოვიდა საპროტესტო დემონსტრაციაზე, რომელიც ლიბიაში, ერაყსა და სირიაში მებრძოლი ჯიხადისტების ტუნისში დაბრუნების წინააღმდეგ იყო მიმართული.
აქციის მონაწილეებს სპეცსამსახურების და სამხედრო მოსამსახურეების ფოტოები მიჰქონდათ, რომლებიც ჯიხადისტებმა მოკლეს.
ტუნისის მთავრობის მონაცემებით, ტერორისტების მხარეს დაახლოებით სამი ათასი ტუნისელი იბრძვის, აქედან 800 უკვე დაბრუნდა საკუთარ ქვეყანაში.
ექსპერტების აზრით, ერაყსა და სირიაში მიმდინარე ოპერაციების შემდეგ, რომლის გამოც “ისლამური სახელმწიფო” პოზიციებს ტოვებს, ბევრი ექსტრემისტი საკუთარ სამშობლოში ბრუნდება.

banner
წინა სტატიაშიდაპირისპირება “ნაციონალურ მოძრაობაში”-პარტიის ოფისში ლიდერები იკრიბებიან
შემდეგი სტატიატრამპმა მერილ სტრიპის კრიტიკას უპასუხა