ე.წ. მოსმენების გასაღები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უნდა გამოვიდეს – არასამთავრობოები პოზიციას არ ცვლიან

არასამათავრობო ორგანიზაციები პარლამენტში ე.წ. მოსმენების კანონში შესატანი ცვლილებების განხილვის შემდეგ, პოზიციას არ ცვლიან. მათი თქმით, ე.წ. მოსმენების გასაღები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უნდა გამოვიდეს. მათი თქმით, დამოუკიდებელი ორგანო უნდა შეიქმნას, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო ზედამხედველობას უნდა უწევდეს.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ამ საკითხს კომპლექსური მახასიათებლები აქვს.

„აქ სწორად არის ბალანსი დასაცავი, ერთის მხრივ, ძალოვან უწყებებს შორის, მაგრამ ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე არ უნდა იყოს ძალოვანი უწყებების ინტერესები დაცული. მაგრამ, მთავრი და ამოსავალი წერტილი არის ის, რომ რეფორმის საჭიროება დადგა იმიტომ, რომ ძალოვანი უწყების ხელშია გასაღები. შესაბამისად, რეფორმა უმთავრესად გულისხმობს იმას, რომ ძალოვანი უწყების ხელში აღარ უნდა იყოს ეს გასაღები,“ – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

მიხეილ ბენიძის თქმით, კანონპროექტის მიხედვით, უნდა შეიქმნას სრულიად დამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც საგამოძიებო ინტერესი არ ექნება.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, ეფექტურ საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებით მზადყოფნა ჩანს.

„ჩვენ ვფიქროთ, რომ ყველაზე ოპტიმალური და სწორი ვარიანტი არის ის, თუკი დამოუკიდებელი სამსახური დაექვემდებარება საქართველოს პარლამენტს,“ – აცხადებს ეკა გიგაური.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა მერილ სტრიპის კრიტიკას უპასუხა
შემდეგი სტატია„ძნელად წარმომიდგენია, რომ ივანიშვილი შეელევა ამ გასაღებს” – ირმა ნადირაშვილი ე.წ. მოსმენების კანონზე