“მსოფლიოს მოვდებ, ესენი რა მხეცები არიან,”- მაჩალიკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი გადააგზავნა

მაჩალიკაშვილები საქართველოს წინააღმდეგ – ამ სახელწოდების სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში უკვე გადაგზავნილია. 800-გვერდიან დოკუმენტში, ძირითადი აქცენტი 2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის არასწორ დაგეგმვაზე, ძალის გადამეტებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე კეთდება. მალხაზ მაჩალიკაშვილი ევროპის სასამართლოსგან სამართლიანობას ელის და დარწმუნებულია, რომ საქართველოში მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიება ობიექტურად არასდროს მოხდება. სტრასბურგში მაჩალიკაშვილების ინტერესებს EMC წარმოადგენს.

“ყველა სიბინძურესა და მხეცობას ჩადიან რომ საქმე არ გაიხსნას და სამართალი არ დაიდოს ყველაფერს აკეთებენ, სხვა რა გზა გვრჩება, სტრასბურგს უნდა მივმართო. მთელ მსოფლიოს მოვდებ, ესენი რა მხეცები არიან და რა სასტიკი სისხლიანი სისტემაა,”-აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიდიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე აჭარაში ორი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიატრამპმა ირლანდიური დამკრძალავი ბიუროსგან ოთხი ლიმუზინი დაიქირავა