ტრამპის მიერ გადასახადების დამალვის შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო

აშშ-ს ნიუ-იორკის შტატის საგადასახადო და საფინანსო დეპარტამენტმა New York Times-ში გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გადასახადებისგან თავის არიდებას ეხება, გამოძიება დაიწყო.

მასალის ავტორები ირწმუნებიან, რომ ტრამპმა საკუთარი მამისგან, ნიუ-იორკელი დეველოპერისა და მილიონერის ფრედ ტრამპისგან 413 მილიონი დოლარი მიიღო. ეს კი იმ მონაცემებისგან განსხვავდება, რასაც თვითონ ტრამპი ავრცელებს. ის ირწმუნება, რომ მას მამამ ბიზნესის გასავითარებლად ერთი მილიონი დოლარის კრედიტი მისცა.

ადრე ჟურნალისტებმა ტრამპს ბრალი დასდეს იმაში, რომ მან მამის ქონება საეჭვო საგადასახადო ოპერაციებით გაზარდა.
დონალდ ტრამპის იურისტმა ჩარლზ ჰარდერმა სტატიის კომენტირებისას თქვა, რომ ის “100%-ით ტყუილი და ცილისწამებაა.”

banner
წინა სტატიაშიშვეიცარიაში გეებისა და ტრანსგენდერების დისკრიმინაციისთვის ციხეში ჩასვამენ
შემდეგი სტატიანატო ჩხეიძე – რაც დღეს ლევან ყიფიანისგან მოვისმინეთ, ძალიან უნიჭო სცენარია, რომელიც საკმაოდ მალე საპნის ბუშტივით გაქრება