ნატო ჩხეიძე – რაც დღეს ლევან ყიფიანისგან მოვისმინეთ, ძალიან უნიჭო სცენარია, რომელიც საკმაოდ მალე საპნის ბუშტივით გაქრება

ის, რაც დღეს ლევან ყიფიანისგან მოვისმინეთ, დარწმუნებული ვარ, ძალიან უნიჭო სცენარია, რომელიც საკმაოდ მალე საპნის ბუშტივით გაქრება, რადგან ეს სცენარი იმდენად ფუყეა, ჩვენებებში თვითონვე აირევიან, – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„თურმე, ეს შინაური თამაშობა იყო და ეს საზღვარგარეთის პარტნიორებთან უნდა მისულიყო. და მერე რა, საზღვარგარეთის პარტნიორები ამ თამაშობას რომ დაინახავდნენ, ვერაფერს გაარკვევდნენ?! არც საქართველო იციან, არც მისი მთლიანობა და არც არაფერი?! ჩვენ ვართ ჩაკეტილი, თუ ისინი?!“, – განაცხადა ჩხეიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა „ომეგა ჯგუფს“ შექმნილი გარკვეული ფინანსური ვალდებულებები და პრობლემები უცხოელ პარტნიორებთან, ნატო ჩხეიძემ განაცხადა, რომ ფინანსურ საქმიანობაში კარგად ჩახედული არ არის, ეს არ ევალება და როგორც დეპუტატს, ეკრძალება კიდეც, მაგრამ არ ჰგონია, „ომეგა ჯგუფს“ ისეთი პარტნიორები ჰყავდეს, რომლებიც ასეთი თამაშით მოიხიბლებოდნენ.

„ფინანსური პრობლემების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ სავარაუდოდ, ეს ის არ იქნება, რაც ლევან ყიფიანს უნდა, რომ წარმოაჩინოს“, – განაცხადა ჩხეიძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა ლევან ყიფიანს, როგორც „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელს, მანდატი, რომ სახელისუფლებო და ბიზნესწრეებთან ფინანსების დასაზოგად და მისი განვითარებისთვის კონტაქტები დაემყარებინა, როგორც ეს თავად განაცხადა, ნატო ჩხეიძემ აღნიშნა, რომ ლევან ლევან ყიფიანთან ხელშეკრულება ნამდვილად იყო.

„ლევან ყიფიანმა მთხოვა, ზაზა ოქუაშვილი გაეცნო, რადგან მინისტრი აღარ იყო და ოჯახი შემოსავალს საჭიროებდა. მან ზაზა ოქუაშვილი გაიცნო და შემდეგ, კომპანიაში მუშაობა დაიწყო. თურმე, მას უცხოელ, თუ აქაურ პარტნიორებთან და ხელისუფლებასთან ურთიერთობები უნდა მოეგვარებინა და ფირმა განევითარებინა და ძალიან მაინტერესებს, ფირმა ასეთი თამაშობებით უნდა განევითარებინა?! თუ ფირმის განვითარებას ასეთი თამაშობით აპირებდა, გამოდის, მას ხელშეკრულება არ შეუსრულებია“, – განაცხადა ჩხეიძემ.

ჩხეიძემ ასევე განაცხადა, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ ლევან ყიფიანთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია.

„საერთოდაც, ლევან ყიფიანს საკმაოდ ნაკლებად ვხვდებოდი ხოლმე. რამდენჯერმე იყო შეხვედრა და მაშინაც, ძირითადად, „იბერიაზე“ საუბრობდა ხოლმე“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

banner
წინა სტატიაშიტრამპის მიერ გადასახადების დამალვის შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიანატო ჩხეიძე – ყველაფერი სახალხო დამცველმა შეისწავლოს, რომელიც ალბათ მიუკერძოებელ დასკვნას გამოიტანს