შვეიცარიაში გეებისა და ტრანსგენდერების დისკრიმინაციისთვის ციხეში ჩასვამენ

შვეიცარიის ეროვნულმა საბჭომ დისკრიმინაციის კანონისთვის შესწორებები მიიღო. ახლა ჰომოფობიისა და ტრანსფობიის გამო, შესაძლებელია, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისაჯონ პირები. შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ქვედა პალატამ სოციალისტ მატიას რეინარის ინიციატივა, გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის გამო დისკრიმინაციის აკრძალვასთან დაკავშირებით, გაიზიარა. შესწორებას, რომელიც სექტემბრის დასასრულს მიიღეს, კანტონების საბჭო – შვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატა დეკემბერში განიხილავს.
შვეიცარიაში ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო უფლებები 2007 წლიდან არის ლეგალიზებული, თუმცა, მსგავი წყვილები ტრადიციულებთან თანაბარი არ არიან გადასახადების სფეროში, ბავშვების შვილად აყვანისა და სოციალური მხარდაჭერის კუთხით.

banner
წინა სტატიაში„სექსი დასაშვებია მხოლოდ სამშაბათს“ – რა საკითხებზე მსჯელობდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ გაფართოებულ თათბირზე?
შემდეგი სტატიატრამპის მიერ გადასახადების დამალვის შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო