ტრამპის გვერდები “ტვიტერსა” და “ფეისბუქზე” მინიმუმ ექვსი თვით იქნება დახურული

“ფეისბუქის” სამეთვალყურეო საბჭომ სოციალური ქსელის გადაწყვეტილებას, აშშ-ს ექს-პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გვერდის დაბლოკვის შესახებ მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ ის გაურკვეველი დროით არ უნდა აკრძალულიყო.

“ფეისბუქის” დამოუკიდებელმა სამეთვალყურეო საბჭომ, რომლის გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა, 5 მაისს გაავრცელა, რომ ტრამპმა კაპიტოლიუმის შტურმთან დაკავშირებით საკუთარი პოსტებით “შექმნა სიტუაცია, რომელშიც ძალადობის წარმოქმნის დიდი რისკი იყო” – “დოიჩე ველე” წერს.

ასევე, სამეთვალყურეო საბჭომ “ფეისბუქის” გადაწყვეტილებას უვადოდ დაბლოკოს ტრამპის გვერდი, მიუღებელი უწოდა და კომპანიას მოუწოდა ექვსი თვის შემდეგ საკითხს გადახედოს.

საბჭოს შემადგენლობაში 20 წევრია, მათ შორის, დანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჰერლე ტორნინგ-შმიტი, გაზეთ “გარდიანის” ყოფილი მთავარი რედაქტორი ალან რასბრიჯერი და სხვები.

banner
წინა სტატიაშიპანდემიის გამო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია არ ჩატარდება
შემდეგი სტატიაგერმანიაში ისლამური ჰუმანიტარული ორგანიზაცია აკრძალეს