პანდემიის გამო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია არ ჩატარდება

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, რომელიც სახელმწიფოს მეთაურების ფიზიკური მონაწილეობით ზაფხულში იყო დაგეგმილი, არ შედგება – გერმანულმა “ბილდმა” გაავრცელა ღონისძიების ოფიციალურ წარმომადგენლზე კრისტიან ტილსზე დაყრდნობით.
“რისკი ძალიან დიდია. არავის შეუძლია იწინასწარმეტყველოს როგორ გაგრძელდება კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია. ფიზიკური კონფერენცია შეუძლებელია” – განაცხადა ტილსმა.
კონფერენცია ივნისში ან ივლისში ორი დღით უნდა გამართულიყო. მანამდე ის თებერვალში იყო დაგეგმილი და ასევე, პანდემიის გამო გადაიდო.

banner
წინა სტატიაშიდიდი შვიდეულის მინისტრები უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის შეკავებაზე შეთანხმდნენ
შემდეგი სტატიატრამპის გვერდები “ტვიტერსა” და “ფეისბუქზე” მინიმუმ ექვსი თვით იქნება დახურული