გერმანიაში ისლამური ჰუმანიტარული ორგანიზაცია აკრძალეს

გერმანიის შსს მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფმა ისლამური ჰუმანიტარულ ორგანიზაციას Ansaar International და მის შემადგენლობაში შემავალ სტრუქტურულ დაწესებულებებს ქვეყანაში მოღვაწეობა აუკრძალა. ორგანიზაცია შემოწირულობებით სირიასა და მთელს მსოფლიოში ტერორისტულ საქმიანობას აფინანსებდა – “დოიჩე ველე” წერს.

SWR-ისა და გაზეთის Bild ინფორმაციით, აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით გერმანიის 16 ფედერალურ მიწაზე ჩხრეკა ჩატარდა.

საერთო ჯამში აკრძალვა შეეხო 9 ორგანიზაციას, მათ შორის, ფეხბურთელ ანის ბენ-ჰატირის გერმანულ-ტუნისური ფონდია, ორგანიზაცია Better World Appeal და სხვა.
საქმიანობის აკრძალვის შესახებ მინისტრის ბრძანებულებაში მითითებულია, რომ ორგანიზაციები ქვეყნის კონსტიტუციურ ნორმებს არღვევდნენ.

კერძოდ, Ansaar International-ი გერმანიიდან არასრულწლოვნებს აგზავნიდა ექსტრემისტულ-სალაფიტური მსოფლმხედველობის გასაცნობად. გარდა ამისა, ორგანიზაცია აფინანსებდა სირიაში მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებას “ჯებრატ ან-ნურსა” და სხვა.

banner
წინა სტატიაშიტრამპის გვერდები “ტვიტერსა” და “ფეისბუქზე” მინიმუმ ექვსი თვით იქნება დახურული
შემდეგი სტატიასალხინოში მრევლს შორის დაცული არ არის დისტანცია და არც უსაფრთხოების ზომები