ტრამპის და კიმ ჩენ ინის შეხვედრის ადგილი დაასახელეს

აშშ-ს პრეზიდენტისა და ჩრდილოეთ კორეელი ლიდერის შეხვედრა შესაძლოა, შვეიცარიაში შედგეს – ამის შესახებ NBC-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამერიკული არხი აზუსტებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, მიღებული არ არის. სხვა ვარიანტებს შორის, რომელიც სამიტის ჩასატარებლად განიხილება, არის პეკინი, ფხენიანი და ულან-ბატორი, რომელიც, სავარაუდოდ, უსაფრთხოების გამო უარყვეს. NBC აღნიშნავს, რომ შვეიცარიაში შეხვედის მომხრეა ამერიკის მთავრობა. მანამდე “ბლუმბერგმა” გაავრცელა, რომ განიხილება შვედეთიც.

banner
წინა სტატიაშიყირგიზეთის პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა
შემდეგი სტატიაერევანში პოლიცია ოპოზიციონერებს აკავებს