ყირგიზეთის პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა

ყირგიზეთის პრეზიდენტმა სოორონბაი ჟენბეკოვმა 19 აპრილს ხელი მოაწერა ბრძანებას რესპუბლიკის მთავრობის გადაყენების შესახებ – სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახურმა გაავრცელა. მანამდე პარლამენტმა უკმაყოფილება გამოთქვა საპარ ისაკოვის მთავრობის მუშაობაზე. ინიციატივას ხმა 101-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი 4 დეპუტატი იყო – “დოიჩე ველე” წერს

მთავრობა პრემიერ-მინისტრ საპარ ისავოკის მეთაურობით 2017 წლის აგვისტოში დაინიშნა. ორი დღის წინ, 17 აპრილს საპარლამენტო ოპოზიციამ მთავრობის ყოველწლიური მოხსენება არადამაკმაყოფილებლად შეაფასა.

banner
წინა სტატიაშიტექნიკურ უნივერსიტეტის სტუდენტები წიაღის ეროვნულ სააგენტოს მუშაობას გაეცნობიან
შემდეგი სტატიატრამპის და კიმ ჩენ ინის შეხვედრის ადგილი დაასახელეს