ერევანში პოლიცია ოპოზიციონერებს აკავებს

სომხეთის დედაქალაქში 19 აპრილს პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. პოლიციის განყოფილებებში უკვე 100-ზე მეტი დაკავებულია გადაყვანილი. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, რესპუბლიკის მოედანზე მობილიზებულია პოლიცია და პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი. აქციის მონაწილეები მიწაზე სხდებიან პროტესტის ნიშნად. პოლიციელები ყველაზე გამორჩეულ აქტივისტებს აკავებენ. მათი უმეტესობა პოლიციას წინააღმდეგობას უწევს დაკავებისას.
დღეს დილით პოლიციამ განაცხადა, რომ ის ერევანში წესრიგის აღდგენას აპირებს. მის ფარგლებში იმ ადგილების განთავისუფლება მიმდინარეობს, რომელიც აქციის მონაწილეების მიერ იყო დაბლოკილი. საპროტესტო აქციის ორგანიზატორი ნიკოლ პაშინიანი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს არ დაიშალონ.
უკანასკნელი ინფორმაციით, მომიტინგეები ორ ნაწილად გაიყვნენ – ერთი ნაწილი მთავრობის სახლთან დგას, მეორე კი ერევნის ქუჩებში დემონსტრაციას ატარებს – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიტრამპის და კიმ ჩენ ინის შეხვედრის ადგილი დაასახელეს
შემდეგი სტატიაისრაელი 70 წლისაა – ძირითადი მომენტები შვიდ ფოტოში