ტრამპი: ტილერსონმა მოსკოვში “მშვენივრად იმუშავა”


„აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რეკს ტილერსონმა მოსკოვში, სადაც უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის და მისი მოკავშირეების ინტერესებს წარმოადგენდა, მშვენივრად იმუშავა, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე. მისივე თქმით, სახელმწიფო მდივანს რუსეთის დედაქალაქში „ძალიან წარმატებული“ შეხვედრები ჰქონდა.
შეგახსენებთ: აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, რეკს ტილერსონსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის პირველ შეხვედრაზე სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მომავალი განიხილეს. ტილერსონის თქმით, აშშ-ის აზრით, ასადის რეჟიმი დასასრულს უახლოვდება.
„ჩვენ ასადის მომავალზე ვისაუბრეთ – პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა თუ არმონაწილეობა. ჩვენი პოზიციაა, რომ ასადის რეჟიმი დასასრულს უახლოვდება და ამაში თვითონ არის დამნაშავე საკუთარი ქმედებით – ომით, რომელიც წლებია, გრძელდება,“ – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
თავის მხრივ, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ისინი აქცენტს კონკრეტულ პიროვნებაზე არ აკეთებენ. მისივე თქმით, სირიელები უნდა დასხდნენ, მოილაპარაკონ და სირიის ბედიც თვითონ განსაზღვრონ.
„დარტყმები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ სირიაში, დასაბუთებული იყო. ამასთან, ის სირიის არმიის წინააღმდეგ იყო მიმართული” – განაცხადა ტილერსონმა და დაამატა, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სირიაში მომხდარ ქიმიურ შეტევაში რუსეთიც ურევია, „მაგრამდარწმუნებულები ვართ, რომ ეს დარტყმა განახორციელეს და დაგეგმეს ასადის ძალებმა” – თქვა ტილერსონმა, რაზეც ლავროვმა უპასუხა, რომ აშშ-ის განცხადებების მტკიცებულებები არ არსებობს.

banner
წინა სტატიაშინოდარ მგალობლიშვილს კულტურის მინისტრი არ მიესალმა!
შემდეგი სტატია(VIDEO) ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს თაობაზე ცდებოდა