ნოდარ მგალობლიშვილს კულტურის მინისტრი არ მიესალმა!

„ნოდარ მგალობლიშვილმა თეატრი დატოვა! დიახ, დატოვა! არა იურიდიულად, არამედ, მორალურად! დატოვა იმიტომ, რომ არაპირდაპირ, კულტურულად უთხრეს, ნოდარ მგალობლიშვილის არსებობა ამ დასში 240 ლარზე მეტი აღარ ღირსო. დიახ, ეს უთხრეს კაცს, რომელსაც არასოდეს გაუცვლია ღირსება არც – დიდებაში, არც -ფულში!“ – ამის შესახებ „ფეისბუქმომხმარებელი“ ნანა ჭრელაშვილი წერს და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „თაიმერი“ უცვლელად“ გთავაზობთ:
„მსახიობს, რომელიც დიდი თეატრალური ეპოქის უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახლდათ! უფრო მეტიც, 85 წლის იუბილემ ისე ჩაიარა მერიის კულტურის სამსახურის გარდა, რომელმაც საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭა, არ გახსენებია არავის. უფრო მეტიც, მე თქვენს მონა-მორჩილს ორი წელია ქალამნები შემომაცვდა ნოდარ მგალობლიშვილის ბიოგრაფიული ფოტოალბომის დაფინანსების ძიებაში! უფრო მეტიც, მიხელ გიორგაძემ კულტურის სამინისტროს წინ მდგარ ნოდარ მგალობლიშვილს ისე ჩაუარა, სალამიც არ გაიმეტა მისთვის! ალბთ, სალამი ბიუჯეტში არ იყო გაწერილი!
მოკითხვაზე და ღიმილზე აღარ ვსაუბრობ!
ბატონი ნოდარი პირველი წუთიდანვე გეგმავდა თეატრიდან წამოსვლას, მაგრამ ამ ისტორიას თან დაერთო მისი ავადმყოფობა და ქირურგიული ოპერაცია. ამ ეტაპზე ის გადის რეაბილიტაციას, არის ძალიან სუსტად! მისი პასუხიც, რომ წამოვიდა თეატრიდან მის მორალურ განწყობას პასუხობდა!
თეატრისა და კულტურის სამინისტროს მხრიდან გაკეთებული განცხდებები, რომ ის იურიდიულად ისევ თეატრშია, ცვლის მათ დამოკიდებულებას? მათ გადაწყვეტილებებს რამე გამართლებას აძლევს?! დაასრულეთ ამ თემაზე საუბარი!!! მიჭირს მისი სიტყვების გამეორება მაგრამ… ,,მადროვეთ სიკვდილი!“

banner
წინა სტატიაში2065 წლისთვის იაპონიის მოსახლეობა 40 მილიონით შემცირდება
შემდეგი სტატიატრამპი: ტილერსონმა მოსკოვში “მშვენივრად იმუშავა”