ტრამპი, შესაძლებელია, 1 სექტემბერს პოლონეთში ჩავიდეს და გაძლიერებული სამხედრო მონაწილეობის შესახებ განაცხადოს

 

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, შესაძლებელია, 1 სექტემბერს პოლონეთში ჩავიდეს და ამერიკული ჯარის გაძლიერებული სამხედრო მონაწილეობის შესახებ განაცხადოს – პოლონური მედია ავრცელებს. თავდაპირველად, იმავე პერიოდში, პოლონეთის პრეზიდენტის შეერთებულ შტატებში ვიზიტი იგეგმებოდა, თუმცა, მას მხოლოდ ეკონომიკური ხასიათი უნდა ჰქონოდა.
პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარია თავშეკავებით აფასებს დონალდ ტრამპის პოლონეთში შესაძლო ვიზიტს – წერს პოლონური მედია. “შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ 1 სექტემბერს პრეზიდენტ ტრამპის მოწვევა აქტუალური რჩება” – პრეზიდენტის პრეს-მდივანმა კშიშტოფ შერსკიმ განაცხადა.
მედიის ვარაუდით, ტრამპის ვიზიტის მიზანია შტატების პოლონეთში გაძლიერებული სამხედრო მონაწილეობა. ასევე, პროექტები ენერგეტიკის სფეროში.

banner
წინა სტატიაშიკოპენჰაგენში ულტრამემარჯვენეებმა არეულობა მოაწყვეს
შემდეგი სტატიაპოლონეთში მასწავლებლების გაფიცვა მეორე კვირაა გრძელდება