პოლონეთში მასწავლებლების გაფიცვა მეორე კვირაა გრძელდება

პოლონეთში მასწავლებლების უვადო გაფიცვა მეორე კვირაა გრძელდება. ის მერვე კლასის საგამოცდო დღეებს დაემთხვა, რომელიც განათლების რეფორმის შემდეგ პირველად ტარდება. ამ გამოცდის ჩაბარება სკოლის დამთავრებისთვის მნიშვნელოვანი პირობაა. გუშინ, კვირას პრემიერმა მათეუშ მურავეცკიმ მასწავლებლებს მოუწოდა შეწყვიტონ გაფიცვა. “ძალიან ვთხოვ პედაგოგებს, რომ ხვალ, საშაბათს და ოთხშაბათს გამოცდები ჩაატარონ” – თქვა მან.

გაფიცვაში მონაწილეობას იღებენ მასწავლებლების პროფკავშირები და პროფკავშირის ფორუმი. გარდა ამისა, მათ შეუერთდა პროფკავშირი “სოლიდარობა” და პედაგოგები, რომელბიც არც ერთ პროფკავშირში არ არიან.
მსგავსი მასშტაბის გაფიცვა პოლონეთის ისტორიაში უპრეცენდენტოა და მმართველი პარტიისთვის პრობლემას წარმოადგენს. თუკი ის გაგრძელდება, ევროპარლამენტის არჩევნებზე აუცილებლად იქონიებს გავლენას.
პედაგოგები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების მომატებას ითხოვენ.
გაფიცვის ფონზე, მმართველი პარტია ფერმერებს დაპირდა, რომ ერთჯერადად თითო ღორზე 100 ზლოტს (70 ლარს) და თითო ძროხაზე 500 (350 ლარს) ზლოტს გადაუხდის.

banner
წინა სტატიაშიტრამპი, შესაძლებელია, 1 სექტემბერს პოლონეთში ჩავიდეს და გაძლიერებული სამხედრო მონაწილეობის შესახებ განაცხადოს
შემდეგი სტატიაინგუშეთის პროტესტის ლიდერები ორი თვით დააპატიმრეს