კოპენჰაგენში ულტრამემარჯვენეებმა არეულობა მოაწყვეს

კოპენჰაგენის პოლიციამ 23 პირი დააკავა არეულობების მოწყობის გამო, რომელიც დანიის დედაქალაქში მოხდა – Reuters-ი წერს.
ქალაქში არეულობები მას შემდეგ დაიწყო, რაც რასმუს პალადინმა, რომელიც ანტიმიგრანტების პარტია Hard Line-ის დამფუძნებელია, ქალაქში დემონსტრაცია მოაწყო. ადრე მის აქციებზე “ყურანი” დაწვეს. გარდა ამისა, პალიდანი აფრიკელ ხალხს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს ყოველთვის.

კვირას გამართულ აქციაზე ხელახლა აპირებდნენ “ყურანის” დაწვას, მაგრამ მათ სამართალდამცველებმა შეუშალეს ხელი. დემონსტრაციის მონაწილეებმა საპასუხოდ პოლიციელებს ქვების სროლა დაუწეს. ამის შემდეგ, მათ ცეცხლი მოუკიდეს ნაგვის ყუთებს და რამდენიმე მანქანას.
სამართალდამცველებმა რაიონში წესრიგის აღდგენა რამდენიმე საათის წინ შეძლეს.

banner
წინა სტატიაშიჰაკერებმა შვედეთის მთავრობის ვებ გვერდზე პრემიერის გადაგომის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნეს
შემდეგი სტატიატრამპი, შესაძლებელია, 1 სექტემბერს პოლონეთში ჩავიდეს და გაძლიერებული სამხედრო მონაწილეობის შესახებ განაცხადოს