ტრამპი აშშ-ში მოქალაქეობის დაბადებით მინიჭების გაუქმებას აპირებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს ხელი მოაწეროს განკარგულებას, რომელიც იმ მიგრანტების შვილებს ართმევს დაბადებით აშშ-ს მოქალაქეობის მინიჭების უფლებას, რომლებსაც დოკუმენტები არა აქვთ – ტრამპმა ინტერვიუში განაცხადა, რომელიც სამშაბათს, 30 ოქტომბერს პორტალ Axios-ს მისცა. ნატურალური გზით მოქალაქეობის უფლება მხოლოდ იმ ბავშვებს დარჩებათ, რომელთა მშობლები ამერიკაში ლეგალურად იმყოფებიან – თეთრი სახლის ხელმძღვანელი თვლის. “ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, სადაც ბავშვი მაშინათვე ხდება აშშ-ს მოქალაქე, სადაც დედა აქ იმიტომ მშობიარობს, რომ ყველანაირი უპირატესობები მიიღოს. ეს სასაცილოა, ეს უნდა მორჩეს” – განაცხადა პრეზიდენტმა – “დოიჩე ველე” წერს.

ამავე დროს, იურისტებმა აღნიშნეს, რომ პრეზიდენტის გეგმა კონსტიტუციის მე-14 შესწორებას ეწინააღმდეგება, რომელიც უფლებას აძლევს აშშ-ში ყველა დაბადებულს ქვეყნის მოქალაქე გახდეს.

banner
წინა სტატიაშიიტალიურმა მაფიამ ძაღლის ლიკვიდაციისთვის ჯილდო დააწესა
შემდეგი სტატია„არ იქნება არავითარი დაპირისპირება, არეულობა, პროვოკაციებზე წამოგება და ზიზღის ენა“ – გრიგოლ ვაშაძე